Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირება იწყება

BM.GE
06.02.23 00:41
117
მიმდინარე წლის 1 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში აისახა რამდენიმე ცვლილება, რომლებითაც ჩვენს ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის რეგულირება ოფიციალურად დაიწყო. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ანონიმურობის მაღალი სტანდარტის და ტრანზაქციების სისწრაფის გამო, კრიპტოვალუტები, ხშირად, ფულის გათეთრებისთვის და ტერორიზმის დაფინანსებისთვის გამოიყენება და ქართული რეგულაციის ამოსავალი წერტილიც, სწორედ ამ ქმედებებისგან თავის დაცვა წარმოადგენს. საქართველოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირების ასავალ-დასავალი ჩვენმა ანალიტიკოსმა, გიორგი არონიამ შეისწავლა, რომელიც ესაუბრა, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე კრიპტობიზნესის წარმომადგენლებს და იურისტებს.