16.Jan.2016 14:14
Economy

"თუ პირს რეესტრში დოკუმენტი არ აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მას მიწაზე საკუთრების უფლება არ აქვს"

"თუ  პირს რეესტრში დოკუმენტი არ აქვს, ეს  არ ნიშნავს, რომ მას მიწაზე საკუთრების უფლება არ აქვს"
"თუ პირს რეესტრში დოკუმენტი არ აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ მას მიწაზე საკუთრების უფლება არ აქვს", - აღნიშნულის შესახებ, ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" წევრმა,  ზურაბ ჯაფარიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისი თქმით, დღეს კერძო საკუთრებაში ბევრი დაურეგისტრირებული მიწაა, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში იფორმეს, რაც მისი თქმით არასწორია.
 
"სახელმწიფო საკუთრებაში ძალიან დიდი რაოდენობის მიწაა. ასევე კერძო საკუთრებაში დიდი რაოდენობის მიწაა, რომელიც დარეგისტრირებული არ არის. არის 2012 წელს დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული მიწაც, რომლის დოკუმენტსაც რეესტრი არ აღიარებს.

ახლა დამატებით ახალი რაღაც მოიგონეს, თუ რეგისტრაციის საბუთი არ არსებობს რეესტრში, სახელმწიფო ამ მიწებს თავის თავზე იფორმებს. ეს პირველ რიგში, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ამის უფლება არ აქვთ, რადგან რეესტრში დოკუმენტი არ აქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ აქვს მიწაზე საკუთრების უფლება. ასეთი რაოდენობის მიწა საკმაოდ ბევრია. მიწები, რომლებსაც ტრადიციულად ჰყავს მფლობელი, ანუ პაპის პაპიდან მოყოლებული დღევანდლემდე ყველამ იცის, რომ ეს ამ ოჯახის მიწაა, თუმცა შეიძლება საბუთი არ არსებობდეს. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა რაიონებში არქივებია დამწვარი და ამის გამო, შეიძლება ყველა ასეთი მიწა სახელმწიფომ გადაიფორმოს. ეს მარტივად, რომ ვთქვათ ძალიან დიდი მავნებლობაა. ზოგადად, რომ პრობლემა არსებობს გასაგებია, ცხადია, რომ ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიწები იყოს კერძო და არა სახელმწიფო საკუთრებაში", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.



20.Apr.2019 14:28
101

New Economy Minister of Georgia Speaks about her Vision

More
20.Apr.2019 14:23
68

Mamuka Bakhtadze: If any Minister Can’t Keep Up with the Pace, Decisions will be Made

More
18.Apr.2019 22:43
115

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
107

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
76

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
142

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More