Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თუ 2018 წელს დამატებით ბუნებრივ აირს მივიღებთ, ჩვენ არ დაგვჭირდება დამატებითი შესყიდვა "გაზპრომისგან""

56616b26c3582
BM.GE
04.12.15 14:27
1286
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება საქართველოს გაზპრომისგან დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა აღარ დასჭირდება.
 
"მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია შაჰდენიზის პროექტის მოსწრება და დასრულება 2018 წლამდე, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები არის ჩასატარებელი. თავდაპირველ ეტაპზე საუბარი იყო, რომ 2019-2020 წლებში უნდა დასრულებულიყო პროექტი. მე გამიჭრდება საუბარი რამდენად შესაძლებელი იქნება პროექტის დასრულება 2018 წლამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი. საქართველოში მიმდინარე სამუშაოებს არანაირი შეფერხება არ აქვს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა იაფად ვიყიდოთ დამატებითი მოცულობები.

იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, 2019 წლამდე, ანუ 2018 წელს ჩვენ გვექნება დამატებით ბუნებრივი აირი, - 2018 წელს ჩვენ არ დაგვჭირდება დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა "გაზპრომისგან". თუმცა 10 პროცენტი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ იმას აუცილებლად მივიღებთ. თუ 2018 წლამდე ჩვენ გვექნება აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა მინისტრმა.