Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თუ ლევან გაჩეჩილაძე გახდება დირექტორი ეს არ ნიშნავს, რომ მას შენობაში შემოსვლის უფლება ექნება"

56b728fcf02f1
BM.GE
07.02.16 15:21
1145
ორშაბათს მაკა ასათიანი და ბაია გადაბაძე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაკა ასათიანი შეხვედრას გეგმავს ტელეკომპანიის თანამშრომლებთანაც. რაც შეეხება ტელეკომპანიის შენობას, გადაბაძის განმარტებით, ის არ არის "მაესტროს“ საკუთრებაში.

"თუ ლევან გაჩეჩილაძე გახდება დირექტორი ეს არ ნიშნავს, რომ მას ავტომატურად ექნება შენობაში შემოსვლის უფლება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საკითხი ხელჩართულ ბრძოლაში არ გადავა.

შპს სტუდია მაესტროს 31 დეკემბერს გაუვიდა ხელშეკრულების ვადა. რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში, რაც სარგებლობაში ჰქონდა, ვერ იხდიდა იჯარას“, - განაცხადა გადაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ არხის მოქმედი დირექტორის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ტელეკომპანია "მაესტროს" სახელით მაუწყებლობას წყვეტს. დაარეგისტრირებს თუ არა საჯარო რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს არხის დირექტორად, სავარაუდოდ სამშაბათს გახდება ცნობილი.