Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"უკვე მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, ეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო"

570ce16e6de4a
დავით ჯალაღონია
12.04.16 15:50
1198
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი თემურ მაისურაძე "ქართული ოცნების" მთავრობის შეუსრულებელ დაპირებაზე საუბრობს.
 
როგორც მაისურაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხის სამართლებრივი კუთხით დარეგულირება „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, თუმცა ეს საკითხი დღემდე არ მოწესრიგდა.

"მე უკვე მეუხერხულება ამ თემაზე ლაპარაკი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება. კერძო სექტრი ამას ელოდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი შემადგენელი ნაწილი როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარების", - განაცხადა მაისურაძემ და დასძინა, რომ მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების საკითხზე საკანონმდებლო მუშაობა პარლამენტში არ განახლებულა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი საკანონმდებლო ნორმების დარეგულირება და მიწის კადასტრის სისტემის შექმნა იყო. 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის" 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანტიკონსტიტუციურად სცნო.