Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ვაპირებთ შევიმუშავოთ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლების სახელმწიფო პროგრამა"

5681460d7e525
BM.GE
28.12.15 18:19
2121
გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო განათლების სისტემის პროგრამის შემუშავების ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს პრემიერობის კანდიდატმა, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკური განვითარება განათლების სისტემაში რეფორმების გარეშე შეუძლებელია. 
 
"ეკონომიკური განვითარების მიღწევა შეუძლებელია, ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე განათლების სისტემაში. ჩვენ ვაპირებთ შევიმუშავოთ ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ განათლების სისტემაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო პროგრმა. კერძოდ, განათლების სისტემის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ბევრ კომპონენტს და მათ შორის ერთ-ერთი უნდა იყოს ეკონომიკის სტრუქტურა.

ჩვენ არ უნდა ვაწარმოებდეთ განათლებულ ახალგაზრდებს ისე რომ მათი მომავალი მხოლოდ დღევანდელ სურათზე იყოს დაყრდნობილი. ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური განვითარების მრავალწლიანი განვითარების მოდელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, პროფესიული განათლების განვითარებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.