21.Jan.2016 16:01
Business

"ვასაძის პური" საწარმოო შესაძლებლობებს ზრდის და ტკბილეულის წარმოებას იწყებს

"ვასაძის პური" საწარმოო შესაძლებლობებს ზრდის და ტკბილეულის წარმოებას იწყებს
ქართულ ბაზარს კიდევ ერთი ადგილობრივი პროდუქცია შეემატება - სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შპს "ვასაძის პური" 2016 წლიდან საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს და ტკბილეულის წარმოებას დაიწყებს.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "ვასაძის პური" კვების მრეწველობაში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც პურ-ფუნთუშეულისა და ორცხობილების წარმოებაზეა ორიენტირებული და ამჟამად, ტკბილეულის საწარმოებლად ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.

პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 576 111 აშშ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 265 ადამიანს შეადგენს. როგორც "ვასაძის პურის" წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია გეგმავს საქართველოს ბაზარზე პოზიციები გაიმყაროს და კონკურენტუნარიან საწარმოდ ჩამოყალიბდეს. უახლოეს მომავალში კომპანია ISO 9001 სერტიფიკატის აღებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.



08.Apr.2019 17:15
155

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
330

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
558

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
506

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
248

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
331

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More