Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს

56c412e5d76d8
BM.GE
17.02.16 10:26
1241
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ფრენები დაიწყება ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სოფია, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით.
 
ავიაკომპანია იმდინარე წელს ქუთაისის აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზასაც ხსნის.

უნგრული ავაიაკომპანია ვიზეარი 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომანია ვიზეარის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად ბაზას 23 აეროპორტში ფლობს და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 კადრს მოიცავს.