Home
Category
TV Live Menu
Loading data...

11 თვეა სურსათის საერთაშორისო ფასები მცირდება - გავლენა საქართველოზე

BM.GE
31.03.23 08:49
121
მსოფლიო ბანკი სასურსათო უსაფრთხოების ახალ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი ინფლაცია მთელ მსოფლიოში კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. სურსათის პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიმოხილვით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შეაფერხა კულტურების და სასუქების ძირითადი ბაზრები და მიწოდების ჯაჭვები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე მაღალი საერთაშორისო ფასები ბოლო 11 თვის განმავლობაში ეტაპობრივად მცირდება, ადგილობრივად ფასები კვლავ მაღალია ბევრ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში. როგორ იცვლება ძირითადი სასურსათო პროდუქტების ღირებულება და რა ასახვა აქვს მას საქართველოზე?