Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება

56b1d44ca9c7e
BM.GE
03.02.16 14:18
1155
"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" ქუთაისი-კიევის მიმართულებით, 27 მაისიდან კვირაში მე-4 სიხშირეს დაამატებს, ხოლო 4 ივნისიდან ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ასევე "ურალის ავიახაზები“ ამატებს 24 თებერვლიდან მეორე, ხოლო 1 აგვისტოდან მესამე სიხშირეს ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით. ავიარეისები 24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო 1 აგვისტოდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას 07:15 საათზე, ხოლო "ურალის ავიახაზები“ - ყოველ შაბათს, 21:00 საათზე.