28.Jan.2016 14:17
Business

ქუთაისში ყოფილი მასწავლებელთა სახლის აღდგენა, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დაიწყება

ქუთაისში ყოფილი მასწავლებელთა სახლის აღდგენა, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დაიწყება
ქუთაისში ყოფილი მასწავლებელთა სახლის აღდგენა, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დაიწყება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ ეტაპზე ორ პროექტზე მუშაობს. HP ჯგუფის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის განხორციელება პირველ სართულზე ფართის მფლობელი პირის გამო ვერ ხდება. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუმარტეს, პირველი სართულის მეზობელს კომპანიამ ფართების მონაცვლეობა შესთავაზა, თუმცა ის შეთავაზებულ პროექტს არ დათანხმდა, რამაც მშენებლობის დაწყების გაჭიანურება გამოიწვია.
 
"ვერ ვრიგდებით 1 სართულის მეზობელთან. პროექტით გათვლას ვაკეთებდით იმაზე, რომ იქნებოდა სასტუმრო. ჩვენ გვაქვს ორი შესასვლელი, ორივე შესასვლელი ვიწროა და გვინდოდა ამ შესასვლელების გაერთიანება. პირველ ეტაპზე რომ ველაპარაკეთ ჩვენს მეზობელს დაუსაბუთებელი უარი გვითხრა. ჩვენ ბევრად კარგი პირობა შევთავაზეთ და არ ველოდით უარს", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი, რამაზ სოფრომაძე. მისი თქმით, თუ აღნიშნულ პირთან გარიგება ვერ შედგა, კომპანია მშენებლობის პროცესს მაინც დაიწყებს, თუმცა რა ტიპის პროექტი იქნება ეს და რა განთავსდება შენობაში უცნობია.

სატენდერო პირობების მიხედვით კომპანიამ მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაასრულოს. როგორც რამაზ სოფრომაძე აღნიშნავს, შ.პ.ს HP ჯგუფს ვადების პრობლემა არ აქვს და მშენებლობა დადგენილ დროს დასრულდება. კომპანიაში ინვესტიციის მოცულობას ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მშენებლობა სავარაუდოდ თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

ქუთაისში "ყოფილი მასწავლებელთა სახლი" რამოდენიმე წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა. 2014 წლის 24 ოქტომბერს კი შენობა აუქციონის სახით შ.პ.ს HP ჯგუფმა შეიძინა. შენობა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით, მფლობელი ვალდებულია შენობას 2016 წლის ბოლომდე რეკონსტრუქცია ჩაუტაროს. ამჟამად ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.



08.Apr.2019 17:15
121

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
276

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
498

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
450

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
200

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
288

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More