Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსება & განახლებადი ენერგიის პროექტები

BM.GE
28.04.23 09:46
96
„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“ ამ სახელით - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით გასულ კვირაში კონფერენცია შედგა, რომელიც მიზნად განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას. 

GREDA განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს. ამ მონაცემებით და იმ პოტენციალის მიუხედავად რაც ქვეყანაშია ენერგო რესურსის პოტენციალის მხოლოდ ერთი მესამედია ათვისებული. ამ პირობებში თიბისისგან ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული - ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია.

სტუმრები: მერი ჩაჩანიძე - თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი;
გიორგი აბრამიშვილი - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
მიხეილ ნიბლაძე - “კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის” დირექტორი