Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ მუშაობს განახლებული იაშვილის საავადმყოფო?

BM.GE
28.03.23 09:33
65
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი, ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. დღეისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა და ყველა სამედიცინო მიმართულება სრულად განახლდა. იაშვილის ცენტრალური საავადმყოფო ახლა სრულ მზადყოფნაშია, რომ პაციენტებს მაღალი სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს. გარდა ამისა, განახლებული იაშვილის საავადმყოფო განაგრძობს მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი გახდეს. საავადმყოფომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან უკვე დაიწყო. 


სტუმრები: თამარ ვახტანგაძე - იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი;
ივანე ჩხაიძე - იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.