Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მზადება “ნარინჯისფერი რთველისთვის“

BM.GE
24.10.22 17:54
108
აჭარის მთავრობა ნარინჯისფერ რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით აჭარაში საკოორდინაციო შტაბი უკვე გაიხსნა. სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე სუბსიდია 1 კგ -ზე 15 თეთრის ოდენობით გაიცემა. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საექსპორტო მანდარინს წელს აჭარაში 20–მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, არასტანდარტულ ნაყოფს კი ქობულეთის საწარმო შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. რა მოსავალს ელიან აჭარაში, რა ხდება ბაზრების დივერსიფიცირების მხრივ და როგორია წელს ციტრუსის ფასი?