Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Check in Georgia-დან Starring Georgia-მდე: ბიზნესის მოლოდინი

BM.GE
21.04.23 22:17
230
„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ჯამში 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 70 მილიონი ლარის დახარჯვაა გეგმაში. კონკრეტულად რა დაუჯდება ბიუჯეტს მიმდინარე წლის აგვისტოში არტისტების ჩამოყვანა ეს დეტალი მედიისთვის ჯერ უცნობია. როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, დაგეგმილ კონცერტებს ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებზე დადებითი გავლენა ექნება. კონცერტებზე ევროპელი ტურისტების ვიზიტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროპელებს საზაფხულო მოგზაურობა დიდი ხნის დაგეგმილი აქვთ. ამ ნიუანსზე საუბრობენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო სუბსიდირებით კონცერტების ჩატარების გადაწყვეტილებას თუ ქვეყანა იღებს ის არა სეზონზე, არამედ ტურისტულად არა აქტიურ პერიოდში უნდა გაკეთდეს. მათი თქმით, აგვისტოში საქართველო ტურისტებით ისედაც დატვირთულია და ეს ბიზნესისთვის დახმარება ვერ იქნება. უფრო მეტიც, სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ აგვისტოში კონცერტები სერიოზულ პრობლემას შექმნის დასარჩენი ადგილების და კვების ობიექტების მხრივ. სექტორი სახელმწიფოს ამჯერადაც კომუნიკაციის დაბალ ხარისხში ადანაშაულებს.