Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომუნიკაციების ომბუდსმენმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

BM.GE
15.06.23 15:31
75
კომუნიკაციების ომბუდსმენმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას კომუნიკაციების კომისიის წევრები დაესწრნენ, ასევე აპარატის სხვა თანამშრომლები, ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, საჯარო უწყებების, ოპერატორი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო: 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ; მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები; სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევები; საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები; მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებები. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.