Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - Vortex Water Engineering და საერთაშორისო პარტნიორები

BM.GE
12.06.23 01:44
108
#Forbesკვირა - Vortex Water Engineering და საერთაშორისო პარტნიორები

წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია Vortex water engineering-მა საერთაშორისო პარტნიორებს, "ნაიჰაუ საურ ინდუსტრისა" და "ჰაკს" უმასპინძლა და რამდენიმე დღის განმავლობაში მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში ვიზიტის მიზანი, წყლის რესურსების მნიშვნელობის შესახებ ფორუმის დაგეგმვაა. როგორც ცნობილია, კომპანიები Vortex-თან ერთად შემოდგომაზე მასშტაბურ ღონისძიებას გამართავენ, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად წყლის რესურსების დაზოგვისა და მისი ხარისხის შენარჩუნების შესახებ დისკუსიას გამართავენ. როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, მნიშვნელოვანია, წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენების შესახებ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.