Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რაჭაში, დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მოსახლეობისთვის მცირე გრანტები გაიცემა

571ca609779da
BM.GE
24.04.16 14:49
1068
რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის მიზნით, ტერიტორიების მოკვლევა ზაფხულში დაიწყება და ის წლის ბოლომდე დასრულდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაცული ტერიტორია ონის მუნიციპალიტეტში ტყის მონაკვეთზე შეიქმნება. ასევე მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ამბროლაურის რაიონში მოხდება არსებული მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა და მათთვის ბუნებრივი ძეგლის სტატუსის მინიჭება. ლაშა მოისწრაფიშვილის განცხადებით, დაცული ტერიტორია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დამატებითი სოლიალურ-ეკონომიკური სტიმული უნდა გახდეს. მისი თქმით ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცირე გრანტების გაცემა მოხდება.
 
"რაჭაში დაცული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში გაიცემა მცირე გრანტები. იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად ტყეში ხეს ჭრიდა შემოსავლის წყაროს ალტერნატივა უნდა მიეცეს.

ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე მდებარე სოფელი, მას შემდეგ რაც იქ ტურისტული მარშუტები გაჩნდა საკმაოდ პოპულარული გახდა. ადგილზე შეიქმნა სასტუმროები და ინფრასტრუქტურა. გასულ წელს, სამ თვეში მოსახლეობის შემოსავალი 400 00 ლარი იყო", - განაცხადა ლაშა მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება სხვა დაცულ ტერიტორიებს, 1 თვეში დასრულდება მარტვილის კანიონის სარემონტო სამუშაოები. ასევე ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ტურისტული ცენტრი. ლაშა მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოში ყველაზე პოპულარული პრომეთეს მღვიმეა, რომელსაც დღეში 2000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.