Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიები

BM.GE
16.06.23 10:44
68
ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი 2000 კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით შეფასდა: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია. მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 50.8 ტრილიონი, მოგებამ 4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ 231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ 74 ტრილიონი დოლარი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით, ჩინეთი მოჰყვება. Forbes-ი სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უდიდესი კომპანიების რეიტინგს ცალკე გამოყოფს. რომელი კომპანიები ხვდებიან ამ ინდუსტრიებიდან Global 2000-ის სიაში და რომელი მათგანი იკავებს ლიდერის პოზიციას?