Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„ცენტრალ პარკ თაუერს“ “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” დააზღვევს

BM.GE
14.06.23 12:20
44
ორბი ჯგუფის და ბლოკის 300 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო პროექტს „ცენტრალ პარკ თაუერს“ რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" დააზღვევს. "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სადაზღვევო პაკეტის ჯამური პრემია 1 მლნ ლარია და ის მსხვილი სამშენებლო რისკების დაზღვევას მოიცავს. დაზღვეულია მშენებლობის პროცესის სრული ციკლი ყველა დამდგარი რისკისგან, რომელიც მოიაზრებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდგომ არსებული ხარვეზების გამოვლენას და მის ანაზღაურებას მშენებლობის დასრულებიდან შემდგომი 2 წლის განმავლობაში. 

სტუმრები: ნინა კობახიძე - სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ირაკლი კვერღელიძე - "ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი;