Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რას სთავაზობს “ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში” სტუდენტებს?

BM.GE
01.06.23 09:23
55
ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში 2020 წელს დაარსდა. ეს არის უნივერსიტეტი რომელიც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში ჩართვის არაერთ შესაძლებლობას აძლევს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ბუკინგემის უნივერსიტეტთან. შედეგად, საქართველოს ბრიტანულ უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებს დიპლომთან ერთად აძლევენ ბუკინგემის უნივერსიტეტის ხარისხსაც. ეს არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხი. მაღალი ხარისხის განათლებასთან ერთად, ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს ინფრასტრუქტურაც გამოარჩევს. 

ბუკინგების უნივერსიტეტი, აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან, რის საფუძველზეც ჩვენ გავცემთ ვალიდაციის დიპლომს, რაც გულისხმობს შემდეგს: ჩვენს მიერ გაცემულ დიპლომს იგივე წონა აქვს, რაც ბუკინგემის მიერ გაცემულს, შესაბამისად, ნებისმიერი უნივერსიტეტი აღიარებს მას და ტოლფასია იმის რომ ბუკინგემში გესწავლათ და დაგემთავრებინათ უნივერსიტეტი. ჩამოსვლის მიზანი არის ხოლმე სამომავლო გეგმები, მათი პროგრამები გვაქვს ზუსტად შესაბამისად ფაკულტეტების დამატებასთან, სამომავლო გეგმებთან, სხვა პარტნიორობებთან გაცვლითი პროგრამების კუთხით და ა.შ. 

სტუმრები: ფიონა ფოქოქი - ბრიტანული უნივერსიტეტის საქართველოში მრჩეველთა საბჭოს წევრი;
კრის მასკელი - ბუკინგემის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის მენეჯერი.

საუბარს სინქრონულად თარგმნის კომპანია NG GEORGIA;