Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა სოცდაუცველებისთვის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში ეძებს

BM.GE
26.04.23 16:29
106
ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს დასასაქმებლად კერძო სექტორს შესთავაზებს. როგორც მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია BMG-თან აცხადებს, სახელმწიფოს მიერ დასაქმებულ მოქალაქეებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, მათი ინტერესი კი მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობაა. კერძო სექტორის ნაწილი აღნიშნავს, რომ კადრების დეფიციტის ფონზე სოცდაუცეველების დასაქმება მათ პრობლემას მოაგვარებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ აღნიშნული პირების დასაქმებას მხოლოდ დღიური მუშახელის პოზიციაზე შეძლებენ.