Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამშენებლო კომპანიამ „რეფორმა“ აუტიზმის ეროვნულ ცენტრს კოტეჯი გადასცა

BM.GE
02.06.23 10:14
67
აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე კიდევ ერთი კოტეჯის მშენებლობა დასრულდა. 2023 წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, აუტიზმის ეროვნულ ცენტრს, კომპანია „რეფორმამ“ სრულიად უსასყიდლოდ გადასცა კოტეჯი, რომელიც 15 წლის ზემოთ, აუტიზმის მქონე მოზარდებს მოემსახურება. სამშენებლო კომპანია, წლების განმავლობაში, დიდ ყურადღებას უთმობს კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში აისახება.