Home
Category
TV Live Menu
Loading data...

₾1 მლრდ ქალაქებისა და კურორტების განვითარებისთვის - სად იწყება სამუშაოები?

BM.GE
29.06.23 23:20
65
ქალაქებისა და კურორტების განვითარების მილიარდიანი პროექტის განხორციელება იწყება. რამდენიმე კვირაში მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ეს პროექტი აბარია, პროექტირება-მშენებლობის პირველ ტენდერს გამოაცხადებს. დაახლოებით მილიარდი ლარი მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, მიმდინარე წელს კი პროექტისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარია გამოყოფილი. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შერჩეულია 11 ლოკაცია. ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი, სადაც პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები ივლისის პირველ კვირაში გამოცხადდება, პროექტები აქტიურ სამშენებლო ეტაპზე კი სექტემბრის ბოლოს გადავა. ბიზნესი ამბობს, რომ პროგრამა საკმაოდ მასშტაბურია და მათი მხრიდან ტენდერში მონაწილეობა სიღრმისეულ მომზადებას გულისხმობს. კომპანიების ნაწილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია კონტრაქტებში გათვალისწინებული იქნას ფასთა ინდექსაციის კომპონენტი.