Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„დეოლიგარქიზაციის კანონი“ - პარლამენტი ცვლილებების განხილვას იწყებს

BM.GE
12.04.23 15:14
99
საპარლამენტო კომიტეტებში “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა დაიწყო. დღეს გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი. სწორედ ამ ცვლილების შეტანისთვის მეორე მოსმენაზე - მუხლობრივ განხილვაზე დაბრუნდა პროექტი, მას შემდეგ რაც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია შუალედურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მეორეა “პერსონალური” მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად შესაძლოა “ოლიგარქებად” კვალიფიცირდნენ. დღესვე კომიტეტზე ნაციონალური მოძრაობის წარდგენილ ალტერნატიულ პროექტზეც იმსჯელებენ. ვინ მიიჩნევა ალტერნატიული კანონით ოლიგარქად და ვენეციის კომისიის დასკვნებიდან რა გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა?