Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვერ ვყიდით ქართულ ხილსა და ბოსტნეულს ევროპაში?

BM.GE
10.04.23 13:29
91
საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4-5 წლიანი აქტიური მუშაობა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში აგრარული პროდუქტის ექსპორტმა ზრდის მიმართულებით მკვეთრი ცვლილება განიცადოს.- „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლის გამოც ადგილობრივი ნაწარმი მიმზიდველი ევროპისთვის არ არის და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე გადის, რომელიც ექსპორტში უპირობო ლიდერია. გასულ წელს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტმა რუსეთის ბაზარზე $75 მილიონი დოლარი შეადგინა. 

სად რა ტიპის ხარვეზებია ხილ-ბოსტნის ევროპულ ბაზარზე გატანისთვის და ვინ უნდა იზრუნოს ბაზრების დივერსიფიკაციაზე?

სტუმარი: ვახტანგ ბეჟიტაშვილი - საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი;