Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულები ცნობილია

BM.GE
06.07.23 19:03
56
"კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულები ცნობილია - პროგრამა რომელიც „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური ჩართულობით განხორციელდა. საკონსულტაციო სამუშაოები Galt & Taggart-მა, BDO Georgia-სთან ერთად შეასრულა. 18 თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი უკვე 7 გამარჯვებული გამოვლინდა. სია ასე გამოიყურება: საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია; კრისტალი; ემბისი; თიბისი ლიზინგი; რიკო ჯგუფი; თეგეტა ჰოლდინგი და „ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯია“. გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ გრანტები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებისთვის.