01.Dec.2015 22:48
World

რომის პაპმა, აუდიტის სამსახურს ვატიკანის ეკლესიაში კორუფციის შესწავლა დაავალა

რომის პაპმა, აუდიტის სამსახურს ვატიკანის ეკლესიაში კორუფციის შესწავლა დაავალა
რომის პაპმა, ფრანცისკემ აუდიტის სამსახურს ვატიკანის ეკლესიის ფინანსების, ხარჯებისა და "სიმდიდრის“ აღწერა დაავალა. გამოცემა ბლუმბერგის ინფორმაციით, ეკლესიის ფინანსური შესწავლისთვის სპეციალური საბჭო შეიქმნა, - "ეკონომიკური მომავლის" ჯგუფი ვატიკანის ბანკს, პრემიერ-მინისტრის ოფისს და სხვა სახელმწიფო უწყებებს გააერთიანებს. შემოწმებას ოთხი უმსხვილესი საბუღალტრო ფირმა განახორციელებს. როგორც პაპმა განაცხადა, აუდიტმა უნდა გამოავლინოს თუ რამდენი ფინანსური რესურსის გამონთავისუფლებაა შესაძლებელი, რომელიც შემდგომში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარდება.

პაპის ინიციატივა ორი თვის წინ მომხდარ სკანდალს უკავშირდება, რომელიც ვატიკანურ ეკლესიაში კორუფციას ეხებოდა. მაშინ ვატიკანის ეკლესიის ყოფილმა ორმა თანამშრომელმა პულიკაცია გამოაქვეყნეს, რომელიც ეკლესიის მხრიდან გაწეულ ხარჯებსა და კორუფციას ეხებოდა, - წერს ბლუმბერგი.
 
დღეისთვის ვატიკანის ეკლესიის აქტივები, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.



16.Apr.2019 22:40
112

Over €700 Million has been Gathered to Rebuild Notre Dame Cathedral

More
15.Apr.2019 19:07
68

World's largest plane takes off for the first time

More
15.Apr.2019 19:01
64

The IMF stands by to help Venezuela once it's decided who's in charge

More
14.Apr.2019 17:01
87

Facebook, WhatsApp, Instagram down for users globally

More
11.Apr.2019 01:02
113

Airbnb will not remove listings from Abkhazia and South Ossetia

More
08.Apr.2019 17:39
100

Educators from across Europe recognized at Microsoft Education Exchange Awards 2019

More