Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ღირს ბინის დაქირავება?

BM.GE
20.07.23 12:28
45
Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, თბილისში, 2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა. ამავე მიმოხილვაში ჩანს, რომ 2023 წლის აპრილიდან ქირის ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ბინების გაქირავებაზე სპეციალიზებული შუამავალი კომპანიები “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ ისინი დღეს ბაზარზე ფასის დასტაბილურების, ან მისი კლების ტენდენციას უყურებენ და აქვე განმარტავენ, რომ მოთხოვნა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ბაზარზე გაჩნდა, დღეს შენელებით ხასიათდება. რასაც მათი თქმით, განაპირობებს ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში შემოსული მიგრანტების ნაკადმა იკლო.