Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს

567298a1a70be
BM.GE
17.12.15 15:09
1680
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება და რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
 
ამ განცხადებამდე პუტინმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ქართველ, ოს და აფხაზ ერს ეხება.

საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმებული აქვს 2012 წლის თებერვლიდან, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე. სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის 2006 წელს დაწესდა.