რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ, რუსეთის სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დაგეგმილი ვიზიტი გადადო. გუშინ რუბლი აშშ დოლარის მიმართ 5%-ზე მეტად გაუფასურდა, თუმცა $1-ს 86 რუბლისთვის არ გადაუჭარბებია. რუბლის გუშინდელი დინამიკა, 2015 წლის იანვრიდან ყველაზე მასშტაბური ვარდნა იყო 1 დღის განმავლობაში.