Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ადგილობრივი ბანკის შეძენით დაინტერესდა

56965e6655123
BM.GE
13.01.16 18:03
1193
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პრობლემური Ergobank-ის შეძენით დაინტერესდა. ბანკი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 61 ორგანიზაციას ემსახურება. ის ფაქტი, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოლაპარაკებებს აწარმოებს Ergobank-ის აქციების საკონტროლო პაკეტის შესაძენად, გამოცემა RBC-ს ბანკთან დაახლოებულმა პირებმა და ეკლესიის სანდო წყაროებმა დაუდასტურეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეკლესია პაკეტების შეძენით იმიტომ არის დაინტერესებული, რომ ბანკში გახსნილი ეპარქიის ანგარიშები გადაარჩინოს.
 
“გამორიცხული არ არის, რომ თუ მხარეები გარიგებაზე შეთანხმდებიან, ბანკს ეკლესიასთან დაახლოვებული პირი შეიძენს. ეკლესია ისეთ სპონსორებს მოძებნის, რომლებიც ბანკის შესაძენად თანხას პირდაპირ მისცემენ’’, - აცხადებს გამოცემის წყარო.

როგორც RBC-ს განუცხადეს, ეკლესია Ergobank-ში ანგარიშების გახსნაზე მისი ერთ-ერთი აქციონერის ვალერი მეშალკინას გამო დათანხმდა. სწორედ მას ეკუთვნის ბანკის 19,87 პროცენტი და ის ეკლესიის აქტიური მრევლია. მის მფლობელობაშია საქველმოქმედო ორგანიზაციებიც.

Ergobank-ის პრობლემები 2015 წლის ბოლოს დაიწყო, ბანკმა 904 მილიონი რუბლის ღირებულების ობლიგაციების გამოსყიდვა ვერ მოახერხა. აღნიშნული პრობლემების გამო ბანკი დეპოზიტებს ვეღარ გასცემს. Ergobank-ი აქტივების მიხედვით, რუსულ ბანკებს შორის, 311-ე ადგილს იკავებს.