Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთმა შესაძლოა თურქული ნაკადი "გაყინოს"

565ee4bd72526
BM.GE
02.12.15 16:29
1535
რუსეთმა შესაძლოა, თურქული ნაკადის პროექტი რამოდენიმე წლით შეაჩეროს, - წერს გამოცემა "როიტერსი" გაზპრომის ორ წყაროზე დაყრდნობით. რუსეთმა თურქეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ უკვე განაცხადა, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალურ კრემლს ენერგეტიკული სანქციები არ გაუმჟღავნებია. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის მხრიდან თურქული ნაკადის პროექტის შეჩერება, უფრო მეტად სიმბოლური ხასიათის იქნება, ვიდრე პრაქტიკულის, რადგან მის განხორციელებაზე ეჭვები უკვე არსებობს. როგორც "როიტერსს" გაზპრომის წარმომადგენელმა განუცხადა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, კომპანია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ელოდება. "ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ყველა ალბათობით, თურქული ნაკადის პროექტს რუსეთი შეაჩერებს ან რამდენიმე წლით შეაფერხებს", - განუცხადა გამოცემას გაზპრომის წარმომადგენელმა. ანონიმ წყაროზე დაყრდნობით, როიტერსი იუწყება, - გაზპრომი იმედოვნებს, რომ პროექტი მხოლოდ რამოდენიმე წლით შეჩერდება.