Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთს ლენინის ნეშტის შენახვა წელს 13 მილიონი რუბლი დაუჯდება

570f4b49c2dc4
BM.GE
14.04.16 11:47
1289
რუსეთი ლენინის ნეშტის შენახვაზე წელს 13 მილიონ რუბლს დახარჯავს, რაც დაახლოებით 200 000 დოლარია, - წერს BBC. გამოცემის ინფორმაციითვე, აღნიშნული თანხა ქვეყნის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
 
ლენინი ჯერ კიდევ 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა, მას შემდეგ მისი ნეშტი მოსკოვის მავზოლეუმში ინახება.

ბოლო რამოდენიმე წელია, რუსეთში აქტიურად განიხილება საკითხი ლენინის ცხედრის დასაფლავების შესახებ.