08.Jan .2016 17:34

რუსი მომხმარებლის მოთხოვნის შემცირებამ, დუბაის Duty Free-ს გაყიდვები 54 მილიონი დოლარით შეუმცირა

views 974
Back

Dubai Duty Free აცხადებს, რომ ევროს დასუსტებამ ტურისტების ხარჯვის ინდექსი შეამცირა და შესაბამისად მათი გაყიდვები შემცირდა. "მაგალითად რუსი მომხმარებლების მოთხოვნის შემცირების გამო Dubai Duty Free-ს გაყიდვების შემციებამ 200 მილიონი დირხამი (54,5 მილიონი დოლარი) შეადგინა", - აღნიშნავს Dubai Duty Free-ს ვიცე პრეზიდენტი კოლმ მაკლაფლინი.

რიტეილერის გაყიდვები რამდენიმე ათწლეული მხოლოდ ზრდას აფიქსირებდა, 2015 წელს კი კომპანიის ინფორმაციით გაყიდვების საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა. საერთო ჯამში 2015 წელს Dubai Duty Free-ს გაყიდვები 6,89 მილიარდ დირხამს (1,9 მილიარდ დოლარს) შეადგენს, ანუ 107 მილიონი დირხამით ნაკლებს.