Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსული ტუროპერატორები მთავრობას 1,5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ

566e6fbaf4093
BM.GE
14.12.15 11:24
1279
რუსული ტუროპერატორები ქვეყნის მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ. კერძოდ, ისინი ხელისუფლებას, ეგვიპტეში ტურების შეწყვეტის გამო, 1,5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ. რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, იური ბასტრიკინის თქმით, ტუროპერატორები აღნიშნულ თანხას შიდა ტურიზმის განვითარებას მოახმარენ. „კომპანიები სასტუმროების და კვების ობიექტების განვითარების მიზნით, ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ბევრი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ტურისტების ნაკადი რუსეთის კურორტებისაკენ მიმართონ“, - განაცხადა ბასტრიკინმა.

აღასანიშნავია, რომ რუსეთმა ტურისტული საგზურების გაყიდვა ეგვიპტეში დაახლოებით ერთი თვის წინ აკრძალა, მას შემდეგ რაც სინაის ნახევარკუნძულზე რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულის შემდეგ, მოსკოვის გადაწყვეტილებით, შეჩერდა ტურების თურქეთის კურორტებზე გაყიდვაც. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ სირიის საზღვართან ახლოს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა.