Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსული ხორბალი ჩინეთის ბაზარს უბრუნდება

5673ca8ce6543
BM.GE
18.12.15 12:55
1688
ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთში მარცვლეულის ექსპორტის უფლება მოიპოვა. თუმცა საზღვრები მხოლოდ მცირე ბაზრისთვის გაიხსნა.
 
ჩინეთმა ქვეყანაში რუსული ხორბლის შეტანა 1976 წელს აკრძალა, მისი არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გათვალისწინებით. რუსული მარცვლეულისთვის ჩინეთის ბაზრის გახსნაზე მოლაპარაკებები 2006 წლიდან მიმდინარეობს.

17 დეკემბერს ორი ქვეყნის მეთაურმა ოქმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ხორბლეულის ჩინურ ბაზარზე შეტანის უფლება მოიპოვა. ჩინეთმა რუსეთს ხორბლეულის ექპორტის უფლება მისცა მხოლოდ ციმბირიდან და აღმოსავლეთ რეგიონებიდან.

რუსეთ-ჩინეთის შეთანხმება მიმდინარე წლის 17 დეკემბრიდან ძალაშია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთი წლიურად 25–30 ტონა მარცვლეულს იძენს.