Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საახალწლო სუფრის ინდექსი - სადღესასწაულო სუფრა ყველაზე ძვირი აჭარაში ჯდება

567a866e2b950
BM.GE
23.12.15 15:21
2154
ISET-ი ხაჭაპურის ინდექსის შემდეგ საახალწლო სუფრის ინდექსს აქვეყნებს. ინდექსი სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯებს ითვლის, რომელიც 5-6 სულიან ოჯახზეა გათვლილი. ინდექსი საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება და მასში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, საცივი, ოლივიეს სალათი, შემწვარი ქათამი.
 
ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლში, ყველაზე მაღალი კი აჭარაშია. ISET-ის ინფორმაციით, შიდა ქართლში სტანდარტული საახალწლო სუფრა საშუალოდ 121 ლარი ჯდება, აჭარაში კი 159 ლარი. ISET-ში განმარტავენ, რომ საახალწლო სუფრიდან ყველაზე ძვირი ნიგოზი ჯდება, რომლის საშუალო ფასიც 15-დან 27 ლარამდეა.