Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საბერძნეთის ეკონომიკა პროგნოზირებული რეცესიის ნაცვლად, 0,1%-ით გაიზარდა

56d54e18acabe
BM.GE
01.03.16 12:06
1150
საბერძნეთის ეკონომიკური ვარდნა პროგნიზირებადზე ნაკლები აღმოჩნდა. 2015 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებლების შეჯამებისას ELSTAT-მა დაადგინა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში ეკონომიკა წინა კვარტალთან შედარებით, 0.6%-ის შემცირების ნაცვლად, 0.1%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში საბერძნეთში კვარტალური რეცესია -0.8% დაფიქსირდა. წლის დასაწყისში საბერძნეთის ხელისუფლებამ უფრო ცუდი შედეგი ივარაუდა და - 1.9%-ზე გააკეთა პროგნოზი.

საბერძნეთის ეკონომიკა წლის განმავლობაში 173 მილიარდ ევროდ შეფასდა, დანაკარგი 0.3% იყო. მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 20%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსებისთვს პოზიტიური შეფასების ნაწილში მოხვდა. მთელი წლის ჭრილში გაზრდილია ექსპორტი და შიდა მოხმარება, რაც მაღალი უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, წლების მანძილზე შემცირებული იყო.