Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლება იწყება

5710915cbe920
BM.GE
15.04.16 10:59
1313
საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან.

ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყისს ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ქ. ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბერძნულ მხარესთან.