Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სადაზღვევო ინდუსტრიას მოგება 15-ჯერ შეუმცირდა

56f905ae1fca6
BM.GE
28.03.16 14:15
1383
სადაზღვევო ინდუსტრიას მოგება თითქმის 15-ჯერ შეუმცირდა. გასულ წელს სექტორმა 2,625,240 ლარის მოგება ნახა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 40,326,088 ლარი იყო. გასული წლის პირველი კვარტალი სექტორისთვის წამგებიანი იყო.
 
სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი, გიორგი გიგოლაშვილი შემცირებულ მონაცემებს ორ ფაქტორს უკავშირებს: ლარის კურსის და მოგება-ზარალის გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილებას.

"სადაზღვევო საქმიანობიდან მოგება შემცირებულია 25 მილიონი ლარით. ეს მთელს მსოფლიოში ასეა, არის პერიოდები როდესაც არის მაღალი ტალღა კატასტროფების. მარტო ერთი ტერაქტი 100 მილიონამდე ჯდება. ეს ზოგადი კანონზომიერებაა.

გაზრდილია ზარალიანობა, - ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დოლარი-ლარის კურსის ცვლილებით, რამაც გარკვეულწილად გასაცემი ანაზღაურებების ზრდა გამოიწვია, ხოლო კომპანიემბმა იგივე ტემპით ვერ აუწყვეს ბაზარს ფეხი, რადგან არ შეუძლიათ 40 პროცენტით გაზარდონ ფასები.

ასევე შეიცვალა მოგება-ზარალის გამოთვლის მეთოდოლოგია. აღსანიშნავია, რომ ეს მთლიანი მონაცემია, ზოგიერთმა კომპანიამ შესაძლოა 2 მილიონზე მეტი ნახა მოგება, ზოგი ზარალზე გავიდა, გასათვალისწინებელია რომ ყველა ერთი წონის კომპანია არ არის", - განაცხადა გიორგი გიგოლაშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში.