Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრების ათვისებაზე მუშაობს

56bf484da9bb1
ელენე გოგბერაშვილი
14.02.16 10:22
960
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრების ათვისებაზე მუშაობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ სააგენტო აეროპორტების დატვირთვით კმაყოფილია და ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას აქტიურად განიხილავს. სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 12%-ით გაიზარდა. მგზავრთა ნაკადის გარდა, 2014 წელთან შედარებით, 6,60%-ით არის გაზრდილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაც.
 
"გარდა ევროპული ავიაგადამზიდველებისა, სახელმწიფო მუშაობას ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრების ათვისებაზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ ავიაბაზარზე შემოვლენ ისეთი დიდი კომპანიები , რომლებიც წარმოადგენენ ახლო აღმოსავლეთს ან ჩინეთს", - აცხადებს ლევან კარანაძე.