კომპანია Samsung-ი და Apple-ი, 2011 წლიდან არიან სასამართლო განხილვებში, რომელიც ამერიკული კომპანიის მიერ არის ინცირებული. საპატენტო დავა iPhone-ის დიაზინის კოპირებას მოიცავს. ხანგრძლივი პროცესი დასასრულს უახლოვდება და Samsung-ი მზადაა ამერიკელ კონკურენტს 548 მილიონი დოლარი გადაუხადოს 10 დღის განმავლობაში.
2011 წლიდან Apple სხვადასხვა მოცულობის თანხას ითხოვდა Samsung-გან. თავდაპირველად, Apple 2.5 მილიარდ დოლარს ითხოვდა, ხოლო შემდგომში ჯარიმის კორექტირება 1 მილიარდ დოლარამდე მოხდა. სამხრეთ კორეული კომპანია მზადაა ამ თანხის ნახევარზე მეტი გადაიხადოს.