29.Dec.2015 12:15
EU Georgia

საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებაზე პრეზიდენტის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებაზე პრეზიდენტის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანობა და თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით შედგა.
 
შეხვედრაზე საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს დადების მოთხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს ბიზნესასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციას განსხვავებული პოზიცია გააჩნია და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ამ კანონთა პაკეტს ვეტო არ უნდა დაადოს.

„ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარის პოზიცია, როგორც ბიზნესის ასევე, არასამთავრობოების. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული პოზიცია. ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს ინიცირებული და კანონის სახით წარმოდგენილი, არანარი ფორმით არ უნდა აუარესებდეს არც ერთი მხარის მდგომარეობას“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას საპოლიციო გამოსახლების კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დღის მეორე ნახევარში გააცნობს.



13.Feb.2019 00:37
342

Why Georgia Refused EIB’s €100 Million – Government’s Explanation

More
02.Feb.2019 00:44
313

Mogherini - 300,000 Georgian citizens have been able to travel visa-free in the Schengen area

More
02.Feb.2019 00:24
224

European Commission - Georgia has made a modest progress in reforming the justice sector

More
08.Mar.2018 16:49
845

A Truly Innovative and Competitive Georgia Means Involving More Girls and Women

More
23.Feb.2018 10:12
967

"შრომით ურთიერთობებში დამატებითი ანტიდისკრიმინაციული საკანონდებლო გარანტიები ინერგება"

More
21.Feb.2018 21:00
840

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით

More