Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზეა

56e5220b82b56
BM.GE
13.03.16 12:13
1140
საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზეა. კვლევა კონექტიკუტის ცენტრალური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯონ მილერმა ჩაატარა.
 
კვლევის მიხედვით, რეიტინგის პირველ ადგილზე ფინეთია. მსოფლიოს ყველაზე წიგნიერ ქვეყნებს შორის მოხვდა ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატებიც.

საქართველოზე ცუდი შედეგი კვლევით, მალაიზიამ, ინდონეზიამ, ტაილანდმა, პანამამ, ალბანეთმა აჩვენეს. საქართველოს ერთი საფეხურით უსწრებს თურქეთი. რეიტინგში 27-ე ადგილზეა რუსეთი.

სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: კომპიუტერები, - საქართველო 61 ქვეყანას შორის 54-ე ადგილზეა. აღნიშნული კრიტერიუმი მოსახლეობის იმ ნაწილს მოიცავს, ვისაც კომპიუტერზე და სხვა ციფრულ მოწყობილობებზე მიუწვდება ხელი. ტესტების შედეგები - საქართველო აღნიშნულ კრიტერიუმში 43-ე ადგილზეა. ბიბლიოთეკები - კრიტერიუმი ქვეყანაში არსებული სასკოლო, საუნივერსიტეტო, საჯარო და აკადემიური ბიბლიოთეკების რაოდენობას ითვლის, საქართველო კი მეთექვსმეტე პოზიციაზე მოხვდა. გაზეთები, - აღნიშნულ კრიტერიუმით, საქართველო 56-ე ადგილზეა.