Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების მაკონტროლირებელი ორგანო არ არსებობს

56cdc6900c0fe
BM.GE
24.02.16 19:02
1340
რამდენად უსაფრთხოა საქართველოში შემოსული ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები? - თემით "ბიზნესკონტაქტი" მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, Johnson & Johnson-ი ამერიკის სასამართლომ 72 მილიონი დოლარით, კიბოთი სიკვდილის გამოწვევის მიზეზით დააჯარიმა.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში ჰიგიენის, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების რეგისტრაციისა და შესაბამისად კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში სანიტარული უსაფრთხოების მაკონტროლირებელი ორგანო 2006 წელს გაუქმდა. კერძოდ, ქვეყანაში სანიტარული კოდექსის გაუქმების შემდეგ, ის 2007 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმა ჩაანაცვლა. მანამდე თავის მოვლის საშუალებების ქიმიური შემადგენლობის კონტროლი სპეციალური ბრძანებით ხორციელდებოდა. კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების მსგავსად, საქართველოში არც საცურაო აუზების სანიტარული ნორმების მაკონტროლირებელი ორგანო არსებობს.

Johnson & Johnson-ს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მისურის შტატში მცხოვრებმა ქალბატონმა უჩივლა, რომელსაც საკვერცხის კიბო ჰქონდა. ქალბატონი წლების განმავლობაში სწორედ J&J-ის პროდუქციას იყენებდა, სასამართლომ კი დაამტკიცა, რომ კიბოს გამომწვევი მიზეზი პროდუქციაში არსებული ნივთიერებები იყო. ქალბატონი შემოდგომაზე გარდაიცვალა, სასამართლომ კი საბოლოო განაჩენი გუშინ გამოიტანა.

ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვების გაზრდის მიზნით, წლების განმავლობაში მალავდა ფაქტს, რომ მის პროდუქციას შესაძლოა კიბო გამოეწვია, ტალკის ფხვნილის შემცველობის გამო. მხოლოდ მისურის შტატში მსგავსი ტიპის 1000-ზე მეტი საქმეა აღძრული, 200-მდე კი ნიუ-ჯერსიში. ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გულგრილობაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში სცნეს დამნაშავედ. ოჯახის ადვოკატის ცნობით, კომპანიამ რისკის შესახებ ჯერ კიდევ 1980 წელს იცოდა, თუმცა მას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.