Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში კატარელი ბიზნესმენების მონაწილეობით ბიზნესფორუმი გაიმართება

56fb921f012d4
BM.GE
30.03.16 12:42
1059
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, დოჰაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, მუჰამედ ბინ აჰმედ ბინ ტოვარს შეხვდა.
 
შეხვედრის მთავარი თემა ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაახლოების საკითხების განხილვა იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშო ერთობლივი ბიზნესფორუმი კატარელი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კატარის სახელმწიფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებზე, მათ შორის, ცოცხალი პირუტყვის, ბოსტნეულისა და ხილის საექსპორტო პოტენციალზე.

ოთარ დანელია დოჰაში კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანსაც შეხვდა.

როგორც კატარის სახელმწიფოს პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრემიერის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კატარის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უწყვეტი და სტაბილური მიწოდება; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ კონტექსტში კატარის სახელმწიფოსთვის საქართველო ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციალი არსებობს და, შესაბამისად, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებთან ერთად, საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება.

"საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს რესურსი, საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.