Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში მოდერნიზებული "სუ 25" დამზადდება

5a782edf565ae
მაია ბიწაძე
05.02.18 14:13
1299
სს "თამ" (თბილავიამშენი) ახალი მოიერიშე თვითმფრინავის "ჯე 31 - ბორას" შექმნაზე მუშაობს, რომელიც "სუ 25" - ის მოდერნიზებული ვერსია იქნება, ამის შესახებ Bm.ge-ს თბილავიამშენის დირექტორმა ნოდარ ბერიძემ განუცხადა.

"ეს იქნება სრულიად ახალი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელშიც რუსული წარმოების არცერთი დეტალი არ იქნება. ამჟამად ძრავის მოძიების პროცესში ვართ, რომელიც ამერიკული, ან ევროპული წარმოების იქნება. თვითმფრინავი საკმაოდ მოთხოვნადია და მას აზიისა და აფრიკის ბაზარზე გავყიდით, მისი ფასი 20-25 მილიონი დოლარი იქნება" - განუცხადა Bm.ge-ს ნოდარ ბერიძემ.

"თბილავიამშენის“ ქარხანა მოიერიშე "სუ 25"-ებს 1979 წლიდან უშვებს და დღეს-დღეობით ამ ტიპის თვითმფინავების ერთადერთი მწარმოებელია. მას 1000-ზე მეტი აღნიშნული ტიპის მოიერიშე აქვს დამზადებული. კომპანია ერთადგილიან და ორადგილიან სუ-25-ეს აწარმოებს, ასევე იღებს შეკვეთებს მათ კაპიტალურ რემონტზე და მოდერნიზებაზე. ქარხანაში ასევე საბრძოლო ვერტმფრენების მი- 8, მი- 17-ის და მი -მ 24 -ის კაპიტალურ რემონტსაც ატარებენ.