Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში უცხოელი სტუდენტებიდან ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია

570764043751c
BM.GE
08.04.16 11:53
1402
საქართველოში უცხოელი სტუდენტებიდან ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია. 2015-2016 სასწავლო წელს, საქართველოში სულ 6643 უცხოელი სტუდენტი ფიქსირდება. აქედან, 3049 სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, დანარჩენი კი კერძო უმაღლეს დაწესებულებებში. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2300-ზე მეტი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს. 700-ზე მეტი სტუდენტი ფიქსირდება ერაყიდან, 500-ზე მეტი კი თურქეთიდან.
 
საქართველოში 1500-მდე ინდოელი სტუდენტია, ასევე 500-ზე მეტი სტუდენტია ნიგერიიდან. საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, 250-მდე რუსი სტუდენტია აღრიცხული, 200-მდე სტუდენტი შრი-ლანკიდან, ხოლო 70-ზე მეტი ყაზახეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი საქართველოში ბაკალავრიატზე, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამაზე ირიცხება. ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე.