Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სავალუტო ფონდი: ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკას გარე შოკთან ადაპტირებაში ეხმარება

5667cb0a1f51c
BM.GE
09.12.15 10:29
2287
სავალუტო ფონდმა ნოემბრის თვის მისიაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
 
ფონდის მისიის წარმომადგენლის, მარკ გრიფითსის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რთულ საგარეო გარემოსთან გამკლავებას განაგრძობს. როგორც ფონდში აღნიშნავენ, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სავალუტო კრიზისმა ქვეყნის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება გამოიწვია.

"გასული წლის განმავლობაში, ამერიკული დოლარის გაძლიერებამ და საგარეო შემოსავლების შემცირებამ, ქართული ლარი დოლარის მიმართ, 35 პროცენტით გააუფასურა. ლარის გაუფასურება დაეხმარა ეკონომიკას ადაპტირება მოეხდინა, გარე შოკზე, მაგრამ ამან ასევე გაზარდა მსესხებლების ტვირთი დოლარში“, - აღნიშნავენ სავალუტო ფონდში.

ფონდის განცხადების მიხედვით, მიუხედავად შოკებისა ქვეყნის ეკონომიკა სტაბილიზაციის გზას გადის. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზსს, ფონდში აცხადებენ, რომ ის მეტად სწრაფად იზრდება, ვიდრე პროგნოზირებადი იყო.სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე 2,5 პროცენტს მიაღწევს. 2016 წლისთვის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 3 პროცენტია.